სასწავლო პროექტი

ჩემი სასწავლო პროექტია   "ენა  დედაა ერისა"

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით

მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას  ქართული ენის დამწერლობის წარმოშობასა და ისტორიის შესახებ.

პროექტის აქტუალობა

მოსწავლეები  გაეცნობიან თქმულებებსა და ისტორიებს ქართული ენის წარმოშობასა და განვითარებაზე,  ასევე ყურადღებას მიაქცევენ გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებს ქართულ ენასა და მის დამწერლობაზე.

პროექტის  მიზანი

მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი, გამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ-ის საშუალებებს, ინფორმაციის მოძიების  დამუშავების,  შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.

მონაწილეთა ასაკი  14

ვადები, ხანგრძლივობა  3-კვირა

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები/ რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები გაიგებენ ჩვენი ულამაზესი დედა ენის წარმოშობის ირგვლივ, გამოაქვეყნებენ ფოტომასალას,  ინფორმაციებს ბლოგზე.

პროდუქტისათვის საჭირო რესურსები 

ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
1) პოექტის იდეის,მიზნებისა და ვადების  გაცნობა.
2) ჯგუფებად დაყოფა და დავალებების  გადანაწილება
3) კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა
4) ჯგუფებად ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა.
5)მოძიებული მასალის დახარისხება
6)საბოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა
თითოეული ჯგუფი წარადგენს მათ მიერ მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით, მასწავლებლის დახმარებით შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ფოტოს , ვიდეოს და მასალებს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

         ქ.V2. მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
შედეგი თვალსაჩინოა:
მოსწავლე ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას,
დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.
პროექტში სხვა მოსწავლეებთან ერთად ერთვება სსსმ მოსწავლეც.
ქ.V5. მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს.                                                   შედეგი თვალსაჩინოა:
1)ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარმოსადგენად
2)სადისკუსიო თემის  ირგვლივ ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას.                                                                                                                                                                                                                                  


პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)

ირმა დუმბაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა

irnadumbadze45@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.


https://irmadumbadze.blogspot.com/




No comments:

Post a Comment

ისტ ტრენინგი

ისტ ტრენინგზე შევსწავლეთ და განვიხილეთ გაკვეთილის გეგმა და საწავლო პროექტი